CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

რა უნდა გაითვალისწინოს დამკვეთმა სააგენტოსთან ურთიერთობისას

კომპანია და დამკვეთი 2 პირობითი სახელია, რომელიც უერთმანეთოდ ვერ იარსებებს. მათი არ არსებობის შემთხვევაში, დამკვეთს არ ექნება პროდუქტი რომელსაც კომპანია ქმნის, ხოლო კომპანიას არ ეყოლება დამკვეთი რომელიც მის ქმნილებას გამოიყენებს. ჩვენ, როგორც სარეკლამო სააგენტო ბოლომდე ვიაზრებთ ჩვენი დამკვეთის როლს ჩვენს საქმიანობაში. ხოლო თუ თქვენთვის, როგორც დამკვეთისთვის საინტერესოა ზოგადადა სარეკლამო სააგენტოს პროდუქტები და ჩვენთან თანამშრომლოობის ეფექტური გზები, ამ ბლოგში ჩვენ არ დაგიწყებთ სწავლებას როგორ უნდა მოიქცეთ კარგი პროდუქტის მისაღებად, არამედ მოგიყვებით როგორ არ უნდა მოიქცეთ.


არ ენდოთ მეილებს!



თუ თქვენ აგზავნით მეილს და მისი საშუალეებით გვაგებინებთ, რომ ჩვენი აზრის და შემოთავაზების მოსმენა გინდათ, გაითვალისწინეთ რომ ბევრი მეილი ხვდება სპამში, INFO@COMPANY.COM -ზე შეიძლება რამოდენიმე სხვადასხვა ადამიანს ჰქონდეს წვდომა და ყოველთვის ვერ მოხვდეს თქვენი მეილი ადრესატთან. ან მოხვდეს კიდევაც, თუმცა მექანიკურად გამორჩეს, მას ხომ დღეში უთვალავი მეილი მისდის


არ დაგვიბაროთ შეხვედრაზე მხოლოდ თქვენს სივრცეში.

თუ კომპანიასთან თანამშრომლობას აპირებთ და არ იცით რა გარემოში იმუშავებს ის თქვენს პროექტზე, ეს იგივეა რაც მოიყვანოთ ცოლად ან გათხოვდეთ ადამიანზე, რომლის სახლშიც არ ხართ ნამყოფი.

სააგენტოში შეხვედრის დაგეგმვა მოგცემთ უფრო მკაფიო წარმოდგენას რამდენი ადამიანი იმუშავებს თვქენს პროექტზე, აქვს თუ არა კომანიას ადამიანური და ფინანსური რესურსი თქვენი პროექტის შესაქმნელად.


არ შეგვხვდეთ მხოლოდ იდეით.

ჩვენთვის პროექტის დაწყებისთვის მხოლოდ იდეაც საკმარისია, თუმცა თქვენთვის, როგორც დამკვეთისთვის, მნიშვნელოვანია იცოდეთ რისი გაკეთება გინდათ ამ იდეის გარშემო. მხოლოდ ასე შეიძლება გაიგოთ სწორი განფასება და შეადაროთ სხვადასხვა კომპანიის შემოთავაზებები ერთმანეთს.


ნუ მოაწერთ კონტრაქტს ხელს ბრმად

ხანდახან დღეები და თვეები გადის მოლაპარაკებებში, თუმცა პროექტის შესრულების ყველა პუნქტი მაინც არ არის ბოლომდე გააზრებული. ხელშეკრულება საუკეთესო ბერკეტია დამკვეთისთვის მოითხოვოს ყველა იმ პირობის შესრულება, რაც ხელშერკულებაშია გაწერილი. ჩვენის მხრივ კი ეს არის ერთადერთი ბერკეტი არ გავაკეთოთ ის, რაზეც არ შევთანხმებულვართ.


არ დაგვაჩქაროთ


თუ კი იურისტების ქარცეცხლი უკვე გადალახული გვაქვს და დავიწყეთ თქვენს პროექტზე მუშაობა, ნუ დაგვაჩქარებთ. სამუშაოების დაჩქარებით თქვენ გამოიწვევთ მასზე მომუშავე ადამიანების სტრესს, გაწერილი სამუშაოების თანმიმდევრობის ცვლილებას და საბოლოოდ კი ნაჩქარევად ჩაბარებულ პროექტს, რომელიც ვერასოდეს იქნება ისეთივე ხარისხიანი, როგორც გონივრულ ვადებში შესრულებული სამუშაო. ასეთ დროს უნდა გაიხსენოთ, რომ თქვენ გიცავთ თქვენი კონტრაქტი გადაცილებული სამუშაო დღეებისგან.


არ შეგვადაროთ

სააგენტოსთან მუშაობისას დამკვეთს გააზრებული უნდა ქონდეს რამოდენიმე გარემოება:

  • სააგენტოს მუშაობის საკუთარი საათები აქვს
  • მისი თანამშრომლები არ აკეთებენ მხოლოდ ერთი დამკვეთის პროექტს
  • სააგენტოს გასამრჯელო ვერ იქნება თანხა, რომელსაც 1 ან 2 „ფრილანსერ“ თანამშრომელს გადაუხდით.
  • დამკვეთის პროექტზე არ მუშაობს 1 ადამიანი, ხშირად პროექტზე მუშაობს თითქმის მთელი გუნდი. ზუსტად ეს ქმნის კარგ პროდუქტს.


არ შეცვალოთ

როცა უკვე პროდუქტს ვასრულებთ და გვგონია, რომ დავალებიდან გამომდინარე სრულყოფილ შედეგეს მივაღწიეთ, პროექტმა შეიძლება სულ სხვა ვიზუალური და კონტეტური სახე მიიღოს საკუთარი მფლობელის ხელში. ხანდახან ლოგოს არასწორი პროპორციებით იყენებენ, ან საიტზე რეკომენდირებული ფოტოების და ტექსტების ზომებს ცვლიან, სოც ქსელში აუდიტორიასთან და სტრატეგიასთან შეუსაბამო პოსტს აქვეყნებენ, რაც პროდუქტს საგრძნობლად აფუჭებს. ამიტომ თხოვნა იქნება გაითვალისწინოთ სააგენტოს მიერ გაწერილი რეკომენდაციები და „გაიდლაინები“.

როგორ არ ვეცადე, მაგრამ მაინც ვერ დავასრულე ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევის გარეშე...

გვენდეთ…

იმიტომ რომ თქვენი პროექტის წარმატებული შესრულებით სააგენტოც ისევეა დაინტერესებული, როგორც თქვენ. თითოეული ნამუშევარი საუბრობს ჩვენს შესაძლებლობებსა და ხარისხზე, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით საუკეთესო პროექტი ჩაგაბაროთ.