CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

GOGC

დამკვეთი: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი
პროექტის მენეჯერი: თეა გოროზია

ლოგო/ბრენდინგი: თორნიკე ბოკუჩავა

Senior UX/UI დიზაინერი: დავით რიკიაშვილი
Front End Developer: ლუკა ყუფუნია, ზურა სიფრაშვილი
Back End Developer: ნათია გელაშვილი
გრაფიკული დიზაინერი: ელენე შენგელია
დეველოპერთა PM: ნათია სუხიტაშვილი
QA: ნინო სუხიტაშვილი
 
ვიდეო პროდაქშენი გუნდი:
პროდუსერი: დავით რიკიაშვილი
რეჟისორი & CG: ბექა იჩქიტი
პროექტის მენეჯერი: ელენე ჭავჭანიძე
ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი
დრონი: იაგო გოგილაშვილი
ასისტენტი: თორნიკე რიკიაშვილი
სააგენტო: კონექტი
GOGC.GE

საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპამპანიასთან -„GOGC” მუშაობა, მისი მასშტაბური ხასიათისა თუ მნიშვნელობიდან გამომდინარე,  ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოწვევა იყო სრულიად „Connect“- ის გუნდისათვის. ერთობლივი მუშაობის პროცესში ჩვენ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა „GOGC”-ის საქმიანობის, სტატუსისა და ხასიათის გათვალისწინებით კორპორაციული ბრენდინგის შექმნა, რომელიც მოიცავს, ლოგოს, ვებსაიტსა და ვიდეოფროდაქშენს.

ლოგო, როგორც კომპანიის იმიჯის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, პასუხობს ამავე კომპანიის ხედვებსა და მიზნებს. მისი შინაარსი კი თავის თავში აერთიანებს და ერთ კონცეფციად კრავს, როგორც კომპანიის მულტი მიმართულებებსა და საერთაშორისო (მათ შორის ქართულ) საკრალურ სიმბოლოს მზისა და ენერგიის გამოსახატად, ასევე ჰარმონიულობასთან დაკავშირებულ ლოტუსის მოყვანილობის ნიშანს, რომელიც „Connect“- ის გუნდმა პარტნიორობის მნიშვნელობასა და კომპანიის პოლიტიკას დაუკავშირა.

ვებსაიტზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა ყველა ის თანამედროვე სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იქმნება მარტივი, გამართული სისტემისა(UX) და სწორი ვიზუალური კომუნიკაციის(UI) მქონე საიტი, რაც, თავის მხრივ, მორგებულია კომპანიის სურვილებსა და საჭიროებებზე, მეორეს მხრივ კი აადვილებს კავშირს კომპანიასა და აუდიტორიას შორის.

GOGC GOGC

რაც შეეხება ჩვენ მიერ შექმნილ „GOGC”-ის ვიდეოს, იგი  გვამოგზაურებს ქვეყნის 7რეგიონში და ვხვდებით საქართველოს ულამაზესი ბუნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს შერწყმას, სადაც ნათლად ჩანს კორპორაციის მიერ უკვე დასრულებული თუ  მიმდინარეპროექტები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც დატანილია ეკრანზეგამოტანილ საქართველოს რუკაზე და თხრობას ხდის გაცილებით თვალსაჩინოსა და მარტივად აღსაქმელს.

share