CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

UNIX

პროდუქტი: ვებ გვერდი

კლიენტი: „იუნიქს დეველოპმენტი“
სააგენტო: კონექტი

კრეატიული დირექტორი და UX/UI დიზაინერი: დავით რიკიაშვილი
პროექტის მენეჯერი: ელენე ჭავჭანიძე, ნათია სუხიტაშვილი
დეველოპერები: ლუკა ყუფუნია, ნათია გელაშვილი UNIX.GE
დამკვეთის ბრიფი:
„იუნიქს დეველოპმენტი“ არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც ზრუნავს ქართულ ბაზარზე შექმნას ახლებური ხედვა, რაც პირდაპირ კავშირშია ხარისხსა და მაქსიმალურ კომფორტთან. ჩვენი სურვილია კომპანიისათვის შეიქმნას ვებსაიტი და კლიენტთა მომსახურების სისტემა, რომელიც კომუნიკაციას გახდის ბევრად უფრო მოხერხებულსა და სასიამოვნოს.

დიზაინის ფილოსოფია:
პროექტზე მუშაობისას პირველი რაც გავითვალისწინეთ იყო თავად კომპანიის ხასიათი, რამაც მიგვიყვანა ვებსაიტის ერთგვარ პრელუდიამდე, რომელიც გარდაიქმნა პატარა ანიმაციად. სისტემაში შესვლისთანავე ეკრანზე ჩნდება იუნიქსის ლოგო, რომლის მოძრაობაც კომეტას, თუ გნებავთ მოწყვეტილ ვარსკვლავს მოგაგონებთ. თავად საიტზე წითელი ფერი აქტიურად თამაშდება ვებდიზაინში, მსუბუქი ნავიგაციის წყალობით კი მასზე გადაადგილება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება არის მოსახერხებელი და კომფორტული ნებისმიერი მსურველისათვის.

მეტი მობილურობისა და კომუნიკაციის გამარტივებისათვის „კონექტმა“ ასევე შექმნა კლიენტთა მომსახურების სისტემა, იგივე CRM, რომლის არსებობაც თავიდან ბოლომდე ემსახურება კომპანიისა და კლიენტის კომუნიკაციის მაქსიმალურ სრულყოფას.

კომპანიის ვებსაიტისათვის ასევე შევიმუშავეთ მობილურზე ადაპტირებული ვერსია, რათა კავშირი შესაძლებელი იყოს ყველგან და ყოვლთვის.
UNIX UNIX

share