CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

FB და ვებ გვერდის ადმინისტრირება

FB და ვებ გვერდის ადმინისტრირება FB და ვებ გვერდის ადმინისტრირება
გამოსახულება, ხარისხი, შინაარსი, ფუნქციონალურობა, გამოყენებადობა - კარგი ვებ-გვერდის მახასიათებლებია. Connect-ის გუნდმა იცის, როგორ შექმნას განსხვავებული ინტერნეტ-გვერდი და რაც მთავარია, ინარჩუნებს მისი მუშაობის ხარისხს. ჩვენ ყოველდღიურად ვაკონტროლებთ ვებ-გვერდის ფუნქციონირებას. ვანახლებთ, ვასწორებთ ხარვეზებს, რომლებსაც შეუძლიათ საიტის ეფექტურობის შემცირება, ან საჭიროების შემთხვევაში შეგვაქვს მცირედი ცვლილებები. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ვიზიტორები გვერდთან წვდომისთვის ძველ პერსონალურ თუ უახლესი მოდელის სმარტფონს იყენებენ. Connect-ი ვებ-გვერდის საუკეთესო მხარდაჭერის გარანტია. მეტი ფეისბუქ მოწონება - ეს არის სოციალური მედია მარკეტერების მთავარი გატაცება, თუმცა ჩვენ სოციალურ მედიას არა მხოლოდ მოწონებებისთვის, არამედ მომხმარებლის ჩართულობისთვის ვიყენებთ, რასაც თქვენი კომპანია წარმატებისკენ მიჰყავს. Connect-ის გუნდი ქმნის თქვენი გვერდის დიზაინს ბრენდის სპეციფიკის გათვალისწინებით, ვარეკლამებთ პროდუქციას და მუდმივ კავშირში ვართ ჩვენი დამკვეთების მომხმარებლებთან. ჩვენ ვიცით, როგორ ვაქციოთ ჩვეულებრივი სოციალური ქსელის გვერდი ხელოვნების ნიმუშად.
იხილეთ მეტი ნამუშევარი