CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

მარკეტინგი

მარკეტინგი მარკეტინგი
მარკეტინგი - სიტყვა, რომელიც იქცევა წარმატებად!

იგი კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებაა, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს ბიზნესსა და მომხმარებელს, განსაზღვრავს კომპანიის იდენტობას, პოზიციასა და უპირატესობებს.

„Connect“ არის მარკეტინგული სააგენტო, რომელიც გთავაზობთ ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელი სერვისების სრულ სპექტრს. ჩვენი გუნდი მზად არის საკუთარი, მრავალწლიანი გამოცდილება გამოიყენოს პარტნიორი კომპანიების სტრატეგიის, დასახელების (naming), ლოგოს, ბრენდბუქის, ვებსაიტის დიზაინისა და დეველოპმენტის, ვებჰოსტინგის, სოც.მედია მენეჯმენტის, გრაფიკული დიზაინისა და ვიდეო ფროდაქშენის შექმნასა თუ დახვეწაში.

ჩვენი სააგენტოს ავტორობითა და მაქსიმალური ჩართულობით განხორციელდა ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიცაა ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, შეიქმნა ინოვაციური პლატფორმა არაერთი სამშენებლო კომპანიისათვის, რომელთა დაწვრილებით ხილვაც შეგიძლიათ ჩვენს ვებსაიტზე სხვა დასრულებულ თუ მიმდინარე პროექტებთან ერთად.
იხილეთ მეტი ნამუშევარი