CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

ფოტოგრაფიის ღამე CONNECT-თან ერთად

14.09.2016
17 სექტემბერს, კომპანია CONNECT-ი თბილისი ფოტო ფესტივალი 2016-თან ერთად, წარმოგიდგენთ ფოტოგრაფიის ღამეს, რომელიც სტარტს ძველ თბილისში, კერძოდ აბანოთუბანში აიღებს და 8 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიშლება. ღონისძიება 20.00 საათზე დაიწყება და 02.00 საათამდე გაგრძელდება. თქვენ გექნებათ საშუალება იხილოთ 300-მდე ფოტოგრაფის უახლესი ნამუშევრები.

თბილისი ფოტო ფესტივალი მერვე წელია ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წამოადგენს და CONNECT-ის გუნდი ბედნიერია, რომ მთელი ამ წლების მანძილზე, გვეძლევა საშუალება მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ მის შექმნაში.