CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

კონექტი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე

07.04.2016

2018 წელს CONNECT-ის მიერ შექმნილი ბრენდის კონცეფციით, სლოგანითა და ლოგოთი წარსდგება საქართველო საპატიო სტუმრის სახელით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, საუკეთესო ბრენდის კონცეფციის, სლოგანისა და ლოგოს შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულად  CONNECT-ი გამოცხადდა! ჟიურის შეფასებით კონცეფციამ  69.5 ქულა მოიპოვა. სამეულში მოხვდა CONNECT-ის გუნდის მიერ დაწერილი მეორე კონცეფციაც 44.125 ქულით.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არის მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი, წიგნით მოვაჭრე და ლიტერატურული აგენტი მონაწილეობს. 2018 წელს საქართველოს ექნება შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის მასშტაბით, პოპულარიზაცია გაუწიოს ზოგადად ქართულ კულტურას - საქართველოს მიეცემა საშუალება გამართოს გამოფენები, წარმოდგენები, წარმოაჩინოს მთელი ქართული კულტურის სპექტრი.