CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

თბილისი-ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი

29.05.2015
Connect მიერ შექმნილმა პროექტმა www.myhotels.ge საქართველოს ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ის მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ სასტუმროს, ჰოსტელს თუ საცხოვრებელ ბინას ერთ ვებ-გვერდზე აერთიანებს და ტურისტებისთვის საქართველოში დაბინავების საკითხს უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს ხდის.

Connect-ი, როგორც ტურიზმის განვითარების ხელისშემწყობი კომპანია, მიწვეული იყო მერიის პროგრამის "თბილისი-ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი“ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრეს ჩვენი პროექტის, www.myhotels.ge -ს მნიშვნელობაზე და მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს. აღნიშნეს, რომ დარგის მოთამაშეებთან უწყვეტი კომუნიკაცია მიზნობრივი პროგრამების მომზადებისა და განხორციელების საუკეთესო საშუალებაა.
ტურიზმის განხრით მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, განათლების სამინისტროს, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის და ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის მიზანი თბილისში ტურისტული მიმართულებით არსებული პრობლემებისა და სამომავლო ტურისტული პროექტების განხილვა იყო.