CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK
bat

გრაფიკული დიზაინერის პროფესიაში ყველაზე რთულია ის, რომ იყო გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინერის პროფესიაში ყველაზე რთულია ის, რომ იყო გრაფიკული დიზაინერი
29.06.2016



რა თვისებით უნდა გამოირჩეოდეს დიზაინერი, რათა წარმატებული იყოს?
სწორი ხედვა, შრომისმოყვარეობა, დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება.

ძირითადად რა არის დიზაინერის შთაგონების წყარო, შეიძლება ეს სხვა დიზაინერი იყოს?
დიზაინერისთვის შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ყველა და ყველაფერი. განსაკუთრებით სხვა დიზაინერი. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც ყოველთვის აფართოვებს დიზაინერის მსოფლმხედველობას, ავითარებს მას და აყალიბებს როგორც პროფესიონალს.

რომელ პროგრამაშია ყველაზე მოსახერხებელი მუშაობა და რატომ?
თითოეული პროგრამა ემსახურება კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტას. იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის სამუშაოა შესასრულებელი, დიზაინერი ირჩევს საჭირო პროგრამას ან პროგრამების კრებულს. ისინი დამხმარე ინსტრუმენტებია დიზაინერის ხელში და მათი პროფესიონალურ დონეზე ფლობა განაპირობებს პროექტის ტექნიკურად მაღალ დონეზე შესრულებას.

როგორ აღწერ გრაფიკული დიზაინერის სამუშაო პროცესს?
დასმული ამოცანის გააზრება. ამოცანიდან გამომდინარე პრიორიტეტების სწორად დასახვა. ამ ეტაპზე საჭიროა დამკვეთთან მჭიდრო და კონსტრუქტიული ურთიერთობა. შემდეგი ეტაპია შთაგონება. მერე იდეა. დიდი დრო ეთმობა ე.წ. „შავ“ სამუშაოს დიზაინერის „შიდა სამზარეულოში“, რომლის რეზულტატიცაა პროექტის ძირითადი „ჩონჩხის“ ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე დიზაინერი უკვე ცხადად უნდა ხედავდეს მომავალ პროდუქტს. სიცხადის გარეშე არ არსებობს მიზნის ზუსტი აღქმა. შემდეგი ეტაპია ვიზუალური მხარის ხორცშესხმა, მისი დახვეწა და დასრულებული პროდუქტის შექმნა. ეს იდეის გააზრების შემდეგ დიზაინერისთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია პროექტზე მუშაობის დროს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ მიღებული შედეგი წარედგინება დამკვეთს.


დიზაინი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, რამდენად ზღუდავს გრაფიკული დიზაინერის შემოქმედებითუნარს?
უკლებლივ ყველა დიზაინ-პროექტი მიუხედავად მისი მასშტაბისა თუ შინაარსისა უნდა პასუხობდეს დასმულ ამოცანებსა და კონკრეტულ მოთხოვნებს იმიტომ, რომ სწორედ დასმული ამოცანის სწორად გადაწყვეტაა დიზაინერის მიზანი და მისი პროფესიონალიზმის მაჩვენებელი. ასე, რომ აქ დიზაინერის შემოქმედებითი უნარის შეზღუდვასთან კი არა, პროექტზე მუშაობის დროს სწორი პრიორიტეტების არჩევასთან და ამ უნარის სწორი მიმართულებით წარმართვასთან გვაქვს საქმე.


რამდენად მნიშნელოვანია დიზაინერმა მოისმინოს სხვების აზრი და მიიღოს კრიტიკა?
ნებისმიერი აზრი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის  კონსტრუქტიული და პროფესიონალურია. სხვა აზრი, თუნდაც დამკვეთისა, არც უნდა განიხილებოდეს.

რა არის ყველაზე რთული, გრაფიკული დიზაინერის პროფესიაში?
გრაფიკული დიზაინერის პროფესიაში ყველაზე რთულია ის, რომ იყო გრაფიკული დიზაინერი.



 




 

Your browser doesn't support canvas