CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

CONNECT-ისა და მაესტროს 2 წლიანი თანამშრომლობა

CONNECT-ისა და მაესტროს 2 წლიანი თანამშრომლობა
26.04.2016

 „საქმიანი დილა“ – 2 წლის წინ სწორედ ამ ტელეგადაცემით დაიწყო CONNECT-ისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლობა. გადაცემის ბრენდინგი მთლიანად CONNECT-ს ეკუთვნის, რამაც განსაზღვრა  პროექტის მომავალი წარმატება. ჩვენი  საქმიანობა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ამით არ შემოიფარგლება.  Connect-მა მუშაობა დაიწყო „ბიზნეს კონტაქტის ანალიტიკაზე“, შემდეგ შეიქმნა „ბიზნეს კონტაქტის“ ლოგო და საბოლოოდ მივიღეთ განსხვავებული პროექტი - www.businesscontact.ge. ეს არის საინფორმაციო პორტალი, სადაც შეხვდებით ინფორმაციას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ და ბიზნესს სიახლეებზე. სადა და დახვეწილი დიზაინის მეშვეობით შევძელით მომხმარებელისთვის გაგვემარტივებინა პროდუქტის აღქმა. გარდა საინტერესო კონტენტისა, პროექტის გაშვებისთანავე მისი პოპულარობა იმ ტექნიკურმა სიახლეებმაც განაპირობა, რომლებიც Connect-მა პროდუქტის შექმნისას გამოიყენა.  „Business Contact-ი“ სხვადასხვა პლათფორმაზეა ადაპტირებული. ეს არის ღია სივრცე ნებიმსიერი ბიზნესისთვის.

CONNECT-სთვის მნიშვნელოვანია ისეთ ტელეკომპანიასთან პარტნიორობა, როგორიც „მაესტროა“. თანამშრომლობა  დღემდე წარმატებით გრძელდება და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი აგრძელებს განვითარებას. Connect-ის გუნდი კი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი შესთავაზოს. წარმატებას ვუსურვებთ „საქმიანი დილის“ და   www.businesscontact.ge - ის გუნდს.

იხილეთ ინტერვიუ: http://businesscontact.ge/ka/video/davit-rikiashvili-da-ilo-glonti-quotsaqmian-dilashiquot/1189
ვრცელი რეპორტაჟი: http://www.myvideo.ge/tv/maestro&seekTime=15-04-2016%2008:42

Connect