არსებობს წარმოდგენა, რომ მედიკამენტები ზოგადად ძვირი ღირს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ხშირ შემთხვევაში მედიკამენტებს გააჩნიათ ხელმისაწვდომი ალტერნატივები, რომლებსაც იგივე შემადგენლობა აქვთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა სანდოს პლატფორმა, რომ მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მისთვის საჭირო მედიკამენტის ალტერნატივების შესახებ.
ჩვენ შევქმენით რესპონსიული ვებსაიტი, მორგებული ნებისმიერ მოწყობილობაზე, სადაც მომხმარებელს აქვს საშუალება, მარტივად დაამატოს ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტი, რის შემდეგაც მას სისტემა სთავაზობს ამ მედიკამენტის ალტერნატიულ ვარიანტებს ფასისა და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით. მომხმარებელი, შეთავაზებული პროდუქციიდან ირჩევს მის მიერ მითითებული მედიკამენტის ალტერნატიულ ვერსიას და ადგენს სიას.