CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

Energo-Pro Georgia

Product: Website


Client: Energo-Pro Georgia
Agency: Connect


Creative Director: David Rikiashvili
PM: Tea Gorozia, Natia Sukhitashvili
Developers: Marika Kiknadze

Energo-Pro Georgia
ენერგო პრო
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ამიერკავკასიის რეგიონში წამყვანი ჰიდროენერგეტიკული ოპერატორი, რომელიც უზრულველჰყოფს აბონენტების მოთხოვნების შესაბამისი სერვისის მიწოდებასა და მომსახურების მაღალ ხარისხს 2016 წლიდან ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანიის მიზანია საიმედოდ და ეფექტურად მოახდინოს ელექტროენერგიის გენერაცია და დისტრიბუცია, რომელიც წარმოადგენს აბონენტთა შეუფერხებელი ენერგომომარაგების მთავარ წინაპირობას. 

დამკვეთის ბრიფი:

ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო კომპანიის „ენერგო პრო ჯორჯია“ მიზანს წარმოადგენს რეგიონის მოთხოვნების შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, რომელთა რიგებში წარმოდგენილია 1 200 000-ზე მეტი აბონენტი. ჩვენი სურვილია შეიქმნას ვებსაიტი, სადაც კომპანიის შესახებ არსებული ინფორმაციის გარდა შესაძლებელი იქნება ისეთი სერვისების განთავსება, როგორიც არის ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და „პირადი კაბინეტი“.

დიზაინის ფილოსოფია:
მთავარი ამოცანა, რაც კომპანიის ვებსაიტზე მუშაობისას დავისახეთ, იყო მისი მაქსიმალურად მარტივი სტრუქტურის შექმნა, რათა მომხმარებელს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებოდა მასზე ლავირება. თუმცა, კლიენტის დავალების თანახმად, ვებსაიტს მივანიჭეთ ერთგვარი მულტიფუნქციურობა, რაც გულისხმობს ორი დამატებითი სერვისის საიტის სისტემაზევე მიბმას. მომხმარებელს აქვს საშუალება, მთავარ გვვერდზე გამოტანილ შეთავაზებებში, ისარგებლოს პირადი კაბინეტით ან გაეცნოს მიმდინარე ვაკანსიებს. თავის მხრივ, პირადი კაბინეტი შექმნილია აბონენტებისათვის და სრულად ემსახურება მათ ინფორმირებულობას.

ვებსაიტი:
სიმარტივე, სიმსუბუქე, მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება - ეს ის მახასიათებლებია, რომელთა გარშემოც შეიქმნა კომპანიის ვებსაიტი, ვინაიდან, მისი ინფორმაციული ხასიათიდან გამომდინარე, სწორედ მარტივად სამართავი სისტემა არის ის, რაც უადვილებს დაინტერესებულ პირებს ვებსაიტით სარგებლობასა და კომპანიის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის მოძიებას.

გარდა მოქნილი სისტემისა „კონქტის“ გუნდმა გამოიყენა თავად კომპანიასთან ასოცირებული ფერი - ლურჯი, რომელიც აქცია დიზაინის აქტიურ ელემენტად, რამაც გარკვეული სიმსუბუქე და ინდივიდუალურობა შეიტანა ზოგად მოცემულობაში.





Energo-Pro Georgia Energo-Pro Georgia
პლატფორმა #2:
უფრო მეტი მობილურობისა და მოსახერხებლობისათვის ჩვენმა გუნდმა გადაწვიტა ვებსაიტისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმის მიბმა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ. კონექტის გუნდმის მიერ შეიქმნა ვაკანსიების პლათფორმის სრული დიზაინი.

ჩემი კაბინეტი: 
ვებსაიტის მთავარ გვერდზე განთავსებული პლატფორმის „ჩემი კაბინეტი“ შექმნა მთლიანად ემსახურება აბონენტების კომფორტსა და მათ დროულ ინფორმირებულობას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია უშუალო კავშირი გქონდეთ თავად კომპანიასთან და მიიღოთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი სიახლე თუ სხვა ინფორმაცია.

share