CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

კომფორტერი

პროდუქტი: სახელი, ლოგო და ბრენდინგი

კლიენტი: კომფორტერი
სააგენტო: კონექტი

დიზაინერი: თორნიკე ბოკუჩავა
კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი
პროექტის მენეჯერი: ელენე ჭავჭანიძე
დიზიანერი: ელენე შენგელია
გრაფიკული დიზაინი: ბექა იჩქითი


BEHANCE
დამკვეთის ბრიფი:
ბრენდის დაარსების მიზანია მიაწოდოს მომხმარებელს თანამედროვე და ამავდროულად კომფორტული ავეჯი, ინტერიერის დიზაინის აქსესუარები და დეკორის ელემენტები. მოთხოვნა არის კომპანიისათვის შეიქმნას სახელი, ლოგო და ბრენდინგი.

დიზაინის ფილოსოფია:

მუშაობის დაწყებისთანავე ვიგრძენით, რომ კომფორტერის ვიზუალური აიდენტიკა უნდა ყოფილიყო თავად ბრენდის ხედვის ავთენტური. თანამედროვე ელემენტებით ზომიერად გაჯერებული გამომსახველობა და მინიმალისტური ფორმები ქმნიან ბრენდის იდენტობას.
კომფორტერი კომფორტერი
კონექტის გუნდისთვის განსაკუთრებით საინტერესო პროცესი იყო კომპანიის სახელწოდების შერჩევა. სახელი უნდა ყოფილიყო მარტივად აღქმადი და, ამავდროულად, მთლიანი კონცეპციის ერთგვარი შემკვრელი წერტილი, რომელიც ადამიანებს მიანიშნებდა მაქსიმალურად მყუდრო, კომფორტულ და სასურველ გარემოზე. კომპანიისათვის შეიქმნა სიტყვა „კომფორტერი“, სადაც სუფიქსი „ერ“ აღნიშნავს ერთგვარ ერთობას კომფორტის მოყვარული ადამიანებისა.

ვიდეოში მოკლედ იხილავთ „კონფორტერ“-ზე მუშაობის ხანგრძლივ, შრომატევად, თუმცა თითოეული თანამშრომლისათვის სასიამოვნო პროცესს.

share