CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

მეტრიქსი

პროდუქტი: ნეიმინგი / ლოგო / ბრენდინგი 

დამკვეთი: მეტრიქსი
სააგენტო: კონექტი

კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი 
გრაფიკული დიზაინერი: თორკინე ბოკუჩავა 
პროექტის მენეჯერი: ელენე ჭავჭანიძე

კომპანიის მისია
„მეტრიქსის“ მისია სამშენებლო-სარემონტო სფეროში მკაცრად განსაზღვრულია და გულისხმობს, მომხმარებლის ხედვების შესაბამისად, ინტერიერისა თუ ექსტერიერის კეთილმოწყობისათვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური კონსულტირებითა და პირადი ურეთიერთობით ხდება, რადგან მაქსიმალურად გამოიკვეთოს თითოეული ადამიანის უნიკალურობა.

კონექტის მიზანი
„მეტრიქსისა“ და „კონექტის“ მეგობრობა სულაც არ ითვლის წლებს, მეტიც, საკმაოდ ახალი და ცინცხალია ჩვენი ურთიერთობა, თუმცა პირველივე კონტაქტიდან ორივე მხარისთვის ნათელი იყო, რომ ეს კავშირი რაღაც ძალიან საინტერესოსა და მნიშვნელოვანს შობდა. ჩვენი მიზანია კომპანიის მთავარი მამოძრავებელი სული ვაქციოთ მათივე ნიშად და გარდავქმნათ ვიზუალურ თუ ვერბალურ კომუნიკაციად.


მეტრიქსი მეტრიქსი
სახელდება (Naming) 
სახელის შერჩევა საოცრად დიდი პასუხისმგებლობაა. სააგენტომ უნდა შეძლოს და შეეხოს კომპანიის გულს, წერტილს, რომელიც განსაზღვრავს მის რაობასა და არსებობის ძირითად ასპექტებს, მაქსიმალური სიზუსტით გაიაზროს ხასიათი, მსოფლმხედველობა თუ პოზიცია, რომელიც საკუთარი თავისა და ბაზრის მიმართ აქვს. 

სახელდების ამ კონკრეტულმა პროცესმა, რომელმაც „მეტრიქს“-მდე მიგვიყვანა მრავალი ფორმა, შინაარსი თუ გარდასახვა განიცადა. სიტყვებად ვაქციეთ არაერთი შეგრძნება, რომელიც კომფორტს, ხარისხს, სიამოვნებასა და ინდივიდუალურობას გულისხმობდა, შევეხეთ არაერთ ეპოქას, კულტურასა და ენას, რომელსაც მშენებლობასთან დაკავშირებული ტერმინები თუ გამოცდილება ჰქონდა. საბოლოოდ, მეტამორფოზების ამ ქარიშხალში მივიღეთ სიტყვა ძლიერი სუფიქსით, რომლის ეტიმოლოგიაც სხვადასხვა კულტურებსა და რეგიონებში თითქმის ერთსა და იმავე შინაარს ატარებს და ძირითადად გულისხმობს მართვას, ძალაუფლებასა და უპირატესობას. სუფიქს „Rix”-ის გათამაშება არის ხერხი, რომელიც ხაზს უსვამ კომპანიის ძლიერ მხარესა და არსებულ პოზიციას, რომელსაც იგი იკავებს ქართულ სამშენებლო-სარემონტო ბაზარზე. 

ლოგო 
„მეტრიქსის“ ლოგოს შექმნისას ძირითადი ყურადღება მიექცა გეომეტრიულ ფორმებსა და ფერებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის საქმიანობასთან. სიმეტრია, ფორმის სიზუსტე, რომელიც მოცემულია 4 ფერის ტანდემით, ქმნის სივრცულ კონსტრუციას და გვევლინება სიმყარისა და სანდოობის სიმბოლოდ, ხოლო ლოგოს ტიპოგრაფიკულ ნაწილში ვხედავთ ისარს, რომელიც პირდაპირ ასოცირდება მოძრაობასა და წინსვლასთან.

share