CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

ტვ პირველი

პროდუქტი: ლოგო და კორპორატიული ბრენდირება, ვიდეო პროდაქშენი

დამკვეთი: ტვ პირველი
სააგენტო: კონექტი

კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი

ლოგო: თორნიკე ბოკუჩავა
ლოგოს ტიპოგრაფია: ლაშა გიორგაძე
რეჟისურა / გრაფიკა: ბექა იჩქითი
ასისტენტები: თორნიკე რიკიაშვილი, ანა ტყებუჩავა
ოპერატორი: ლევან ლეკიაშვილი
პროექტის მენეჯერი: ანა ტყებუჩავა

კლიენტის ბრიფი:
ტელეკომპანიის, რომლის მთავარ მიზანსაც მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და ამ მოვლენების მიუკერძოებლად გაშუქება წარმოადგენს, სურვილია შეიქმნას ლოგო და არხის სრული ბრენდინგი, რომელიც ზუსტად უპასუხებს კომპანიის იდენტობასა და ხასიათს.

დიზაინის ფილოსოფია:

ტელეკომპანიის ლოგოსა და ბრენდინგზე მუშაობა საინტერესო გამოწვევად იქცა ჩვენი გუნდის თითოეული წევრისათვის. ფერები, რომელიც სრულიად კონცეფციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, გამოხატავს ერთგვარ მოძრაობასა და სიცოცხლისუნარიანობას, რაც პირდაპირ კავშირშია კომპანიის ლოზუნგთან - „მოვლენათა ეპიცენტრში“. ლოგოტიპის შერცევისას უპირატესობა მიენიჭა სისადავესა და სიმარტივეს, რომელიც მაყურებლის თვალისათვის ადვილად აღქმადი და ასევე ადვილად ამოსაცნობი იქნებოდა, რის გამოც, სპეციალურად არხისათვის, შეიქმნა უნიკალური ფონტით აწყობილი ტიპოგრაფიკული ლოგო, რომელიც პირდაპირ ყვება საკუთარ ვინაობაზე.

ტელეკომპანიის ბრენდინგის ფარგლებში, ასევე, შეიქმნა მასზე მიმდინარე 3 მაღალრეიტინგული გადაცემის სრული ვიზუალური შეფუთვა, კონცეფცია და, შესაბამისად, 3 ინდივიდუალური, კონკრეტულად მათთვის გათვალისწინებული ლოგო.
ტვ პირველი ტვ პირველი

share