CHOOSE YOUR COLOR
LIGHT
DARK

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

პროდუქტი: ლოგოს ბრენდინგი, კორპორატიული ბრენდინგი, ვებ-გვერდის დიზაინი და დეველოპმენტი.


დამკვეთი: თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის ცენტრი
სააგენტო: კონექტი 

ბრენდინგი: თორნიკე ბოკუჩავა
კრეატიული დირექტორი: დავით რიკიაშვილი

ვებ გვერდის კონცეფცია და დიზაინი: დავით რიკიაშვილი
პროგრამირება: უჩა ღვინიაშვილი
პროექტის მენეჯერი: ნათია სუხიტაშვილი

TPMM.GE
დამკვეთის ბრიფი:
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის შექმნა ემსახურება ფოტოგრაფიისა და ვიზუალური კულტურის განვითარებას და არსებული მდიდარი მასალის ერთ პლატფორმად ქცევას. ჩვენი სურვილია შეიქმნას მუზეუმის ლოგო, ბრენდინგი და ვებსაიტი, სადაც შესაძლებელი იქნება მიმდინარე თუ განხორციელებული პროექტების სისტემატიზება.

დიზაინის ფილოსოფია:
ბამბუკის ტყის შრიალში ჩაკარგული მუზეუმი - იდეიდან დამაინტრიგებელი კონცეფციისა და საინტერესო ვიზუალური კომუნიკაციის შექმნა არის ის პროცესი, რომელიც კონექტმა გაიარა თფმმ-ზე მუშაობისას. ჩვენმა გუნდმა მუზეუმის ვებსაიტი დაინახა, როგორც ორიგინალური, მარტივად სამართავი და ცოტათი იდუმალი გამოსახულება, რასაც მთავარ გვერდზე დატანილი ტიპოგრაფიკული ლოგო ქმნის.

მუზეუმის ბრენდინგის შექმნისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ზოგადი კონცეფციის გარკვეულწილად მისტიკური ხასიათი, რომელიც ლოგოშივე ინტეგრირდა წერტილის სახით. ფუნქციური წერტილი, იგივე სფერო, წარმოადგენს ერთგვარ შესაძლებლობას, რომლის უკანაც იმალება მუზეუმის ფარგლებში მიმდინარე საინტერესო, უამრავი ამბითა და თავგადასავლით სავსე ცხოვრება.

კონექტის შექმნილი მუზეუმის ვებსაიტი დაჯილდოვებულია საერთაშორისო პრესტიჟული პლატფორმა awwwards.com- ის მიერ.
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

share